მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი არის 91 კგ, წარმოიდგინეთ როგორ გამოიყურება ის, როგორია მისი კონსტრუქცია - ეკა ხერხეულიძე

ნაცმოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნად არის გაუარესებული. 

ეკა ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობას ამძიმებს არა გარემო, არამედ ახალ-ახალი დაავადებების კერა, რომელიც დინამიკაში თავს იჩენს. 

ხერხეულიძე ამბობს, რომ ეს პროცესი „ვივამედამდე“ იყო დაწყებული. 

ამასთან, ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილს ბევრად უფრო კარგად ეპყრობიან კლინიკაში, ვიდრე გორში. 

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ერთმნიშვნელოვნად არის გაუარესებული. იმიტომ რომ ამაზე პასუხისმგებელი არ არის კლინიკა, სადაც ის იმყოფება. ეს გარემო არ ამძიმებს მის მდგომარეობას. მის მდგომარეობას ამძიმებს ეტაპობრივად დინამიკაში ახალ-ახალი დაავადებების ის კერები, რომელიც მოულოდნელად ჩნდება, თავს იჩენს და მრავლდება. 

ეს არის ის პროცესი, რომელიც „ვივამედამდე“ დაწყებული იყო. ის მძიმე კვალი წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომელიც ამ ადამიანმა გაიარა, ეს არ არის ის პროცესი, რომელიც შეიძლება ერთ დღეში გამოვლინდეს. 

თუ დაფიქრდები ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი აქ უფრო კარგად არის თავისი მდგომარეობით თუ ვიდრე ციხეში, კი, რა თქმა უნდა, კლინიკაში და ამაზე არ არის საუბარი. ექიმები ბევრად უკეთ ეპყრობიან ვიდრე გორში, ეს არის ერთმნიშვნელოვანი.  ეს არის სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება, რაც ახლა „ვივამედში“ ხდება, მაგრამ ეს არის სულ სხვა საკითხი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სხვა საკითხი, რომელიც თავისი მდგომარეობით ყოველდღიურად კიდევ უფრო და უფრო მძიმდება. რაში ვლინდება ეს? ეს არის ყველაზე მარტივი, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, ეს წონის კლებაა. 

ყველამ კარგად ვიცით მისი აღნაგობა, ყველამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს ადამიანი რამდენი კილო შეიძლება იყოს. ის არის 91 კილო. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, როგორ გამოიყურება ის. მისი კონსტრუქცია რანაირია და რანაირად დაიჭირეს ეს ხომ ყველამ კარგად იცის. 

ხერხეულიძის თქმით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება არ შეუძლია. 

„მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს საკვებზე, არამედ მიხეილ სააკაშვილს უნარი არ აქვს თავისი დაავადებებიდან გამომდინარე საკვები მიიღოს. უკურეაქცია აქვს, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ“, - აცხადებს ხერხეულიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პენიტენციური ალტერნატიულ ექსპერტიზას ვერ მოითხოვს - მარიამ ჯიშკარიანი

✔️ „ის არის ავადმყოფი, რომელსაც ოდნავ ემოციას შეატყობ“ - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

✔️ „კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ძალიან ცოტა დრო გვაქვს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ თქვენ იცით, რომ ის ცუდად იქნება?! შეიძლება ძალიან კარგად არის ხომ? - რატი ბრეგაძე სააკაშვილზე