მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დასავლეთმა პუტინს უკანასკნელი ულტიმატუმი წაუყენა - გუდკოვი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გენადი გუდკოვი

„დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკანასკნელი ულტიმატუმი წაუყენა“, - ამბობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი გენადი გუდკოვი აცხადებს. გუდკოვმა ამის შესახებ გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა. 

„ამ ულტიმატუმის შესახებ რამშტაინში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ის დაახლოებით ასე ჟღერს - რუსული ჯარი 2022 წლის 23 თებერვლის პოზიციებზე უნდა დაბრუნდეს და ყირიმის სტატუსი კი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს. ასევე, პუტინი ომის გაჩაღებაზე და მის შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. თუ რუსეთის ლიდერი ამაზე არ წავა, მაშინ დასავლეთი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ყველა შეზღუდვას მოხსნის და კიევს ტანკებიც, თვითმფრინავებიც და ყველა სხვა აუცილებელი იარაღი გადაეცემა, რათა რუსული ძალები გაანადგუროს“, - განაცხადა გუდკოვმა.

მისი თქმით, დასავლეთშიც იგრძნობა ამ ომით დაღლილობა და პუტინთან პოზიციური ომის უსასრულოდ გაგრძელებას არავინ აპირებს, რადგანაც ეს კრემლის ინტერესებში შედის. გუდკოვი ამბობს, რომ რამშტაინის შემდეგ პუტინის მიმართ ეს ულტიმატუმი რუსეთის ელიტაში ახლა აქტიურად განიხილება.

გენადი გუდკოვს მიაჩნია, რომ სწორედ ამ ულტიმატუმით აიხსნება დასავლეთის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე გარკვეული შეფერხება.

ასევე დაგაინტერესებთ: 

პოლონეთმა კორონავირუსის ქვეშტამის „კრაკენის“ პირველი შემთხვევა დაადასტურა

დიდი რისკი შეიქმნა, რომ წმინდათა წმინდა საკითხი, რომელსაც „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა“ ეწოდება, უკიდურესად დაზიანდეს - ქემოკლიძე

მარინ ლე პენი უკრაინისთვის ტანკების გაგზავნას ეწინააღმდეგება

დენის პუშილინმა ოკუპირებული მარიუპოლის ე.წ. მერი შეცვალა

FBI-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სანქცირებულ რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან მუშაობის გამო ბრალი წაუყენეს

➖ „ნაცმოძრაობის“ არათანმიმდევრულობა, უპრინციპობა და პოლიტიკური შინაარსის არქონა რეჟიმს აწყობს - ბოკერია