მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მისი მდგომარეობა ფატალურია, მიხეილ სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია - ლევან ფერაძე

ექიმი

„მიხეილ სააკაშვილი დგას სასიკვდილო საფრთხის წინაშე“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში ექიმმა ლევან ფერაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და წამმზომი ჩართულია.

ექიმმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ახლა ყოველი წამი მაინც გადამწყვეტია.

ლევან ფერაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, დაიწყონ პოლიტიკური ბოიკოტი პარლამენტში და გადაარჩინონ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე. 

„ძალიან ბევრი ნიშანი არის იმის, რომ მას ტუბერკულოზი ჰქონდეს. ეს არის - წონაში კლება, დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. 2 მეტრიანი სააკაშვილი 80 კილოგრამამდე არის დასული. ტუბერკულოზი არსებობს სხვადასხვა ფორმის. როგორც ჩანს, ტუბერკულოზის დიაგნოზი დადასტურდება.

შემიძლია გითხრათ, მისი მდგომარეობა არის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამ დიაგნოზის გარეშეც  ფატალური. წამმზომი ჩართულია მიხეილ სააკაშვილისთვის და ფაქტობრივად, ჩვენ ვერც ენმ-ს არჩევნებს დაველოდებით, ვერც თითქმის იმასაც ვერ დაველოდებით, რომ ექსპერტიზის დასკვნა როდის იქნება, იმიტომ რომ დრო ძალიან შეზღუდული გვაქვს. 

თუნდაც ამ ტუბერკულოზზე ვილაპარაკოთ, როდესაც ამდენი ხანია არის უკურნებელი ტუბერკულოზი, იქ არის რეზისტენტული შტამები, რომელზედაც ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს, რომელიც სპეციალურად ტუბერკულოზისთვის არის შექმნილი. ამის პოტენციალი ჩვენ საქართველოში არ გვაქვს და დროც არ გვაქვს. ყოველი დღე ფატალური შეიძლება გახდეს მიხეილ სააკაშვილისთვის.

მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, დაიწყონ პოლიტიკური ბოიკოტი პარლამენტში, ასევე, მოვუწოდებ ექიმს, ვიმოქმედოთ და გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი, მართლა, რეალურად მიხეილ სააკაშვილი დგას სასიკვდილო საფრთხის წინაშე. მისი გარდაცვალება იქნება დამღა ქვეყანაზე.

პირველი პრეზიდენტის სიკვდილი აქამდე მოგვყვება შავ ლაქად, ხოლო სააკაშვილის მიზანმიმართული გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა იქნება დამღუპველი. დაივიწყეთ პოლიტიკური გემოვნება, გადავარჩინოთ ეს ადამიანი“, - აცხადებს ექიმი ლევან ფერაძე.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 🎥 მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ, შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის მე-18-ში და უკან „გრუზავიკივით“ შეაყოლეს ემერტეს აპარატი, „გრუზავიკივით“ გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ იგეგმება ზურგის ტვინიდან სითხის აღება, მდგომარეობა მძიმეა - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

✔️ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ თუ სააკაშვილს ტუბერკულოზი დაუდასტურდება, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება - ვალერი გელბახიანი

✔️ „განახევრებულია ადამიანი“ - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე