მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სააკაშვილს ტუბერკულოზი დაუდასტურდება, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება - ვალერი გელბახიანი

ადვოკატი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადვოკატის თქმით, თუ მესამე პრეზიდენტს ტუბერკულოზი დაუდასტურდება, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. 

„თუ ამ კვლევამ დაადასტურა, რომ აქვს ტუბერკულოზი, ეს ცალკე საგანგაშო თემაა, იმიტომ რომ აქ {ციხეში} აიკიდა მაშინ. ვარაუდის დონეზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ტუბერკულოზის ნიშნები აღენიშნება. თუ დადასტურდება, ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი რეაგირება. 

არასწორ დიაგნოსტიკას შეეძლო გამოეწვია ასეთი ამბები, თორემ საავადმყოფოს პირობებში, იზოლაციის პირობებში როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი დაავადება აღმოჩენილიყო.

ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ვერ მოძრაობს, არის წოლით რეჟიმზე, ადამიანური ფერი არ აქვს.  ერთადერთი რაც შერჩენია ძველი სააკაშვილისგან, არის მეტყველება. მეტით ვერაფრით იტყვით, რომ ის სააკაშვილია. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე არ დააყენოს“, - აცხადებს ვალერი გელბახიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ იგეგმება ზურგის ტვინიდან სითხის აღება, მდგომარეობა მძიმეა - შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

✔️ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ „განახევრებულია ადამიანი“ - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✔️ „როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, არ იყო ამის დრო“ - ანა წითლიძე ნადირაძის განცხადებაზე

✔️ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია - სოფო ჯაფარიძე