მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, ტემპერატურული რეაქციები გრძელდება. 

ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„ეს არ იყო დაუგეგმავი კვლევა, იყო ჩვეულებრივი კვლევა გარკვეული დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით. 

ვინაიდან ჩვენს კლინიკაში ტექნიკური ხარვეზი იყო, მოხდა მისი რამდენიმე საათით გადაყვანა და შემდეგ უკან დაბრუნება. არის დაავადებები, რომლებიც ან უნდა დავადასტუროთ ან უარვყოთ. რა თქმა უნდა, ამ კვლევის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ.

იმ გარემოდან გამომდინარე, რომელშიც იმყოფება ბატონი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან, სტრესულ რეაქციებთან მისი მხრიდან, ამაზე არაერთმა სპეციალისტმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ადაპტაციური აშლილობა, იმიტომ რომ სანამ ეს გარემოება იქმნება, ეს აისახება მის ჯანმრთელობაზე.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, თუნდაც იმ კუთხით, რომ გრძელდება ტემპერატურული რეაქციები და დამერწმუნეთ, კლინიკაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კეთდება ყველა მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც მას  სჭირდება“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, არ იყო ამის დრო“ - ანა წითლიძე ნადირაძის განცხადებაზე

✔️ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია - სოფო ჯაფარიძე

✔️ „განახევრებულია ადამიანი“ - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✔️ „ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა მაქვს შინაგანი რწმენა, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული - იაგო ხვიჩია