მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეცნო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს“ - ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

„დიდი ხანია, მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და, რა თქმა უნდა, ჩვენ საქმის კურსში ვიყავით მიმდინარე პროცესების თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად გავეცნო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს“, - განაცხადა ლომჯარიამ სააკაშვილთან შესვლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა

👉 „სასამართლოზე ნახავენ ადამიანს, რომელსაც დაკლებული აქვს 40 კგ, რომელიც ფეხზე ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 „რა შუაშია ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან“ - ანა წითლიძე

👉 რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა

👉 „ქალის მეუღლეს, ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის სურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა“ - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი