მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა შუაშია ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან“ - ანა წითლიძე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრი ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე პარტიის ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ეხმაურება. 

„გაკვირვებული ვარ და ძალიან უცნაურია, ჭიაბერაშვილი, რომელმაც 6 წლის წინ დემონსტრაციულად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო რუსული ოცნების გაღვივებას, ახლა, როდესაც ის არ წარმოადგენს პარტიის წევრს, რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი. ჭიაბერაშვილი ჯერ მოსულიყო პარტიაში, ეღიარებინა თავისი შეცდომები 2016 წელს, გვესაუბრა პარტიის წევრებთან, მოესმინა მათი აზრი და მერე გაეკეთებინა საჯარო განცხადებები“, - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა  განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსთავში 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა

👉 „ქალის მეუღლეს, ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის სურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა“ - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

👉 რუსეთმა უკრაინაში უკვე 32 000 სამოქალაქო ობიექტი და 700 ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა - უკრაინის შსს

👉 „ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ... გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ... გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი