მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა უნდა იცოდეთ ევროპაში გამგზავრებამდე და რა არის ETIAS? 

ETIAS

2023 წლის ბოლოდან, ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება - შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასასვლელად სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება იქნება აუცილებელი. რა არის ETIAS ანუ ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა?

👉 რა არის ETIAS? - სისტემა, რომელიც შენგენის ზონაში შესასვლელად უკვე გვჭირდება

ფორმა ETIAS იმ 61 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქემ უნდა შეავსოს, რომლებიც  ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობენ. ამ ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულ პირებს იქ მუდმივად ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. მუშაობის უფლება ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ, მაგრამ მათ შეუძლიათ სხვადასხვა ტურისტულ ან ბიზნეს-ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებსაც მოუწევთ გამგზავრებამდე ETIAS-ის განაცხადის შევსება

რატომ გახდა საჭირო ამ სისტემის შემოღება?

სისტემის დანერგვის ძირითადი მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ტერორიზმის საფრთხეს და მიგრაციულ კრიზისს უკავშირდება. მისი მეშვეობით იმ პირთა გაკონტროლება იქნება შესაძლებელი, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს კვეთენ. სისტემა ევროკავშირის მიერ არის შემუშავებული და მისი მიზანია ევროპაში ჩასვლის მსურველებისთვის პროცედურების მაქსიმალური გამარტივება. 

ETIAS-ის სიტემის მეშვეობით მოხდება შენგენის ზონაში ჩასვლის მსურველებზე ინფორმაციის მოგროვება, მისი მუდმივი განახლება და ამ პირებზე თვალყურის დევნა, რათა დადგინდეს, ხომ არ წარმოადგენს მათი შესვლა ევროკავშირში საფრთხეს. ეს სისტემა იმ ქვეყნებშიც იმოქმედებს, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგრამ შენგენის ზონის წევრები არიან, მაგალითად, ნორვეგია და შვეიცარია.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ კვეთს ჩვენს საზღვრებს, ეს უნდა ვიცოდეთ იქამდე, ვიდრე ისინი აქ ჩამოვლენ“, - წერია ევროკომისიის განცხადებაში.

რა თქმა უნდა, ამ სისტემის მეშვეობით გარკვეულ პირებს შეიძლება ევროკავშირში ჩასვლაზე უარი ეთქვათ. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა ყოფნა შენგენის ზონაში გარკვეულ საფრთხეს ქმნის.

ETIAS-ში განაცხადის შესავსებად დაახლოებით 10 წუთი იქნება აუცილებელი. განაცხადის შევსება ელექტრონულად ხდება. სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად ფორმა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს.  

ETIAS-ის განაცხადის შევსებისას აუცილებელი მონაცემები:

👉 სახელი

👉 გვარი

👉 გვარი დაბადების დროს

👉 დაბადების თარიღი

👉 დაბადების ადგილი

👉 მოქალაქეობა

👉 მისამართი

👉 ელექტროინული ფოსტა და ტელეფონის ნომერი

👉 განათლება და სამუშაო გამოცდილება

👉 ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც ჩასვლას გეგემავთ

ასევე, კითხვები შეეხება თქვენს მიერ იმ ქვეყნებში ჩასვლის ისტორიას, სადაც ომი მიდის, სხვადასხვა ქვეყნიდან თქვენი დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში შესვლაზე უარი გითხრეს, ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე, ნასამართლობის შესახებ.

არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციას მათი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) ავსებს. თუ ევროკავშირში თქვენი ნათესავები ცხოვრობენ, უნდა წარმოადგინოთ დამატებითი ინფორმაცია, ანუ თქვენი ნათესაობის დამადასტურებელი ცნობა, მათი ბინადრობის უფლება და ბიოგრაფიები.

ამის შემდეგ თქვენ ETIAS-ის ფორმის შევსების ბაჟს იხდით, რომლის ღირებულება 7 ევროა. სისტემა თქვენს მიერ მითითებულ ინფორმაციას შეამოწმებს, ამისთვის კი რამდენიმე წუთიდან 2 კვირამდე პერიოდი იქნება აუცილებელი. 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის სისტემაში დარეგისტრირება უფასოა.

ETIAS-ის სისტემიდან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ის 3 წლის განმავლობაში მოქმედებს, ან თქვენი პასპორტის ვადის გასვლამდე. ამასთანავე პერიოდს, რომლითაც თქვენ ევროპაში ჩასვლის უფლებას მოგცემენ, ასევე, სისტემა განსაზღვრავს.

თუ რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ ETIAS-ის სისტემიდან უარს მიიღებთ,მაშინ შეგიძლიათ მონაცემების კორექტირება მოახდინოთ და ხელახლა სცადოთ. ერთადერთი საბუთი, რომელიც ETIAS-ში დასარეგისტრირებლად დაგჭირდებათ, მოქმედი პასპორტია. შესაძლოა, რომ სხვა ინფორმაციაც მოგთხოვონ.

⭕ ციფრული ფოტო

⭕ პასპორტის ელექტრონული ჩიპი

⭕ ციფრული ინფორმაცია, რომელიც პასპორტში ფოტოს ქვეშ არის მითითებული

ETIAS-ის სისტემას მრავალ მონაცემთა ბაზასთან აქვს წვდომა. შესაბამისად, თქვენს მიერ რომელიმე ინფორმაციის არასწორი მითითების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი უარყოფილი იქნება ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში. თქვენ ევროკავშირის ქვეყანაში ჩასვლაზე შეიძლება უარი მოგვიანებით იმ შემთხვევაშიც გითხრან, თუ თავდაპირველად ავტორიზაციას წარმატებით გაივლით. აუცილებელია ევროკავშირის პირველი ქვეყნის მითითება, სადაც თქვენ ჩადიხართ. ETIAS-ის სისტემაში დარეგისტრირება ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის საბოლოო გარანტიას მაინც არ გაძლევთ და გადაწყვეტილებას მაინც სასაზღვრო ორგანოები იღებენ.

თუ პასპორტი შეცვალეთ?

თუ ETIAS-ის მიღების შემდეგ, სამწლიანი პერიოდის გასვლამდე, რაიმე მიზეზით მალევე შეცვალეთ პასპორტი, მაშინ თქვენ თავიდან უნდა გაიაროთ სამგზავრო ავტორიზაცია.

რა დროა საჭირო ETIAS-ის ფორმის შესავსებად?

ETIAS-ის ფორმის შესავსებად თქვენ 10 წუთი გექნებათ. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ავტორიზაციის გავლას ვერ შეძლებთ, მაშინ განაცხადის შევსების დაწყება თავიდან მოგიწევთ, სწორედ ამიტომ წინასწარ დეტალურად უნდა გაეცნოთ იმ ინფორმაციას, რომლის მითითება იქნება აუცილებელი, რათა ამაზე ზედმეტი დრო არ დაკარგოთ.

როგორ გადავიხადოთ ETIAS ვიზის მოსაკრებელი?

ETIAS ვიზის მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელი იქნება ონლაინ, საკრედიტო ან სადებეტო ბარათით. საკმარისია შეიყვანოთ თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალები და განაგრძოთ გადახდა.

გადახდის შემდეგ, განაცხადი განიხილება რამდენიმე წუთში და თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას თქვენი განაცხადის სტატუსის შესახებ.

თუ თქვენი განაცხადი უარყოფილია, მოსაკრებელი მაინც უნდა გადაიხადოთ?

დიახ, თქვენ უნდა გადაიხადოთ 7 ევრო - თქვენი ETIAS-ის დამუშავების საფასური მაშინაც კი, თუ თქვენი განაცხადი მოგვიანებით უარყოფილია. შეგიძლიათ გაასაჩივროთ გადაწყვეტილება ან ხელახლა მიმართოთ, მაგრამ თანხა არ დაგიბრუნდებათ.

განაცხადის შევსება დასრულებულად არ ჩაითვლება, თუ თანხას არ გადაიხდით.

თუ თქვენ შენგენის ვიზა გაქვთ, მაშინ ETIAS-ია ფორმის შევსება აუცილებელი არ არის. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 რა არის ETIAS? - სისტემა, რომელიც შენგენის ზონაში შესასვლელად უკვე გვჭირდება

📣 იქნება თუ არა ახალი გლობალური კრიზისი 2023 წელს? - BBC

📣 პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის 5 მილიონი რუბლის გადახდას ითვალისწინებს

📣 „ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეჩერდეს და რუსეთ-უკრაინას შორის ჰარმონია დამყარდეს“ - მელაძე

📣 „რატომ უნდა გეშინოდეს სიკვდილის, რაც გარდაუვალია?“ - ვლადიმერ სოლოვიოვი რუსებს