მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს მოუწოდებს, მასთან უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი შევიდეს. 

მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველს მიმართავს და სთხოვს, ხელი შეუწყოს კლინიკაში ომბუდსმენის კონსილიუმის შესვლის პროცესს.

„ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას.

უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი ისინი მზად არიან. ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს არის პარტიის უზურპაციის მცდელობა იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც ხაბეიშვილს უმაგრებს ზურგს“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში არსებულ სიტუაციაზე

👉 შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს - თაკო ჩარკვიანი

👉 ირაკლი ღარიბაშვილთან ნორმალური კომუნიკაცია არ მაქვს - სალომე ზურაბიშვილი

👉 „შეწერილი გაქვთ, ბიჭებო“ - გუბაზ სანიკიძე „ოცნებას“

👉 აღარ შეიძლება საქართველოსთვის მეორე უარის თქმა, ეს იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის - ზურაბიშვილი ევროკავშირის სტატუსზე