მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესპიტრაციულ ინფექციებს მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, განსაკუთრებულ რისკებს ეს ვირუსები არ ქმნის - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილი

„არანაირი განსაკუთრებულ რისკებს ეს ვირუსები არ ქმნის“, - ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე განსაკუთრებით რისკჯგუფებს ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

„ამ ეტაპზე ცირკულირებს: ადენოვირუსი, რესპირაციული ინფექციები, გრიპის ვირუსები და ცოტაოდენი კოვიდი. მიმდინარე რესპიტრაციულ ინფექციებს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა. უფრო მეტი ყურადღება სჭირდება მშობელს, თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება. 

მეტი ყურადღებაა საჭირო მცირე ასაკის და 2 წლამდე ბავშვებში, პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე ბავშვები ოჯახის ექიმმა უნდა ნახოს და დაუნიშნოს შესაბამისი მკურნალობა. არანაირი განსაკუთრებულ რისკებს ეს ვირუსები არ ქმნის. 

გრიპის ვაქცინა 30  ნოემბრის ჩათვლით უფასოა. გრიპის ვაქცინა ყველას შეუძლია გაიკეთოს, განსაკუთრებით ვისაც აქვს მაღალი რისკი - ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონდე ადამიანები“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მაღალი სიხშირით გავრცელებულია რინოვირუსი - ინფექციონისტები 2 წლამდე ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

👉 „გრიპის ვირუსი პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწევს, კორონავირუსის ხვედრითი წილი დაახლოებით 10%-ია ამ ვირუსებში“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები