მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება - ექიმები დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში  ექიმების პროტესტი გრძელდება.

სამედიცინო პერსონალი ფოიეში არიან შეკრებილები და საავადმყოფოს დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

ექიმების განცხადებით, მათთვის გაუგებარია როგორ აიღებენ ხელფასებს, თუ რეაბილიტაციის პარალელურად ვერ შეძლებენ მუშაობას.

ექიმების ცნობით, დირექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები სამსახურში ამ დრომდე არ მისულან, რამაც კლინიკაში პრობლემები შექმნა.

„ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ გვსურს მათთან შეხვედრა, გასაუბრება. დამაიმედებელი რომ ყოფილიყო [გუშინდელი განცხადება] ვფიქრობ, დღევანდელი აქცია აღარ მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ჩვენ გვჭირდება საუბარი, გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, პირველი მოთხოვნა რაც იყო, რეაბილიტაციის პარალელურად უწყვეტი მუშაობა, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ვითხოვთ ისევ ბატონი ზაზა ავალიანის მხრიდან თანამდებობის დატოვებას, ვუცხადებთ უნდობლობას“,- აცხადებს აქციის მონაწილე ერთ-ერთი ექიმი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს არის პარტიის უზურპაციის მცდელობა იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც ხაბეიშვილს უმაგრებს ზურგს“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში არსებულ სიტუაციაზე

👉 შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს - თაკო ჩარკვიანი

👉 ირაკლი ღარიბაშვილთან ნორმალური კომუნიკაცია არ მაქვს - სალომე ზურაბიშვილი

👉 „შეწერილი გაქვთ, ბიჭებო“ - გუბაზ სანიკიძე „ოცნებას“

👉 აღარ შეიძლება საქართველოსთვის მეორე უარის თქმა, ეს იქნება ანტისიგნალი რუსეთისთვის - ზურაბიშვილი ევროკავშირის სტატუსზე