მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი 64 კილოგრამს იწონის, ეს არის წინა მონაცემთან შედარებით მომატებული - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, დღეისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 64 კილოგრამსა და 400 გრამს იწონის.

ჩხაიძის თქმით, ეს წინა მონაცემთან შედარებით, გაუმჯობესებული წონაა.

„დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს, ეს არის წინა მონაცემთან შედარებით მომატებული.  ვერ იღებს პაციენტი საკვებს, თუმცა იღებს ბევრად უფრო ძნელად ასათვისებელ და მოსანელებელ საკვებს, ვიდრე ვთავაზობთ ჩვენ.

უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე, ყველაფერი, ყველა მისი მოძრაობა, ყველა უარი  ფიქსირდება სამედიცინო ბარათში. უარს ამბობს მედიკამენტებზე, სამკურნალო დანიშნულებაზე და ასევე, სამკურნალო პროცედურებზე“, - აცხადებს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ეს არის პარტიის უზურპაციის მცდელობა იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც ხაბეიშვილს უმაგრებს ზურგს“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში არსებულ სიტუაციაზე

👉 შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს - თაკო ჩარკვიანი

👉 ირაკლი ღარიბაშვილთან ნორმალური კომუნიკაცია არ მაქვს - სალომე ზურაბიშვილი

👉 „შეწერილი გაქვთ, ბიჭებო“ - გუბაზ სანიკიძე „ოცნებას“