მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის ჩატოვება საქართველოს ციხეთა სისტემაში, არის ხელის მოწერა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე“ - ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი

„სააკაშვილის ჩატოვება საქართველოს ციხეთა სისტემაში, არის ხელის მოწერა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი ინტოქსიკაციის მსხვერპლია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე დამძიმდება, თუ არ იქნება ძალიან სწრაფად მიღებული ზომები, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა სწორი დიაგნოსტიკის და შემდგომში სწორი მკურნალობის. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პაციენტისთვის.

საქართველოში შეუძლებელია ტოქსიკოლოგიური სრული კვლევის ჩატარება. ტოქსიკოლოგიური სრული კვლევის გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს ის აგენტები, ის ინტოქსიკაციის წყარო, რამაც გამოიწვია პაციენტის მდგომარეობის დამძიმება. საქმე გვაქვს მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციასთან. 

სააკაშვილის ჩატოვება საქართველოს ციხეთა სისტემაში, არის ხელის მოწერა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე. ეს არის განგრძობითი წამება. ეს ადამიანი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პრეპარატები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, დიაგნოზებთან შეუთავსებელი იყო - მარიამ ჯიშკარიანი

✔️ სიტუაცია მძიმეა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - მასიმო დანჯელო

✔️ „რა სჭირს სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია სასჯელის გადავადება, ადამიანს არ მოსწონს ციხეში ჯდომა“ - ბექა დავითულიანი

✔️ პუტინი დამპირდა, რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა - სააკაშვილის წერილი ემანუელ მაკრონს

✔️ რანაირად უნდა გამოუშვან, ციხეს შეანგრევენ, გაანგრევენ და გამოიყვანენ, თუ რა? ობიექტურად თუ გვინდა, შევხედოთ, სააკაშვილს არ გამოუშვებენ - ალეკო ელისაშვილი