მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება - გიორგი სააკაშვილი

იმედი გვაქვს, რომ პატრიარქი დაგვიდგება გვერდზე, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ  ოჯახის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით უცვლელია. 

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

„დღითი დღე მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ვინაიდან ჰოსპიტალში იმყოფება, მაინც იმედი გვაქვს, რომ ფეხზე მაინც შეძლებისდაგვარად წამოაყენებენ, მაგრამ ოჯახის პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის მხოლოდ შუალედური ეტაპი, აუცილებლად უნდა მოხდეს საზღვარგარეთ გადაყვანა, ვინაიდან, აქ არ არის კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილად რეაბილიტირებას“, - აცხადებს  გიორგი სააკაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ მოგვეცით მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის შესაძლებლობა - პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე

✅ არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გაიგეთ! - ნიკოლოზ სააკაშვილი

✅ ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

✅ ის პერიოდი, რაც მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ იმყოფება, სრულიად საკმარისი იყო გამოკვლევების ჩასატარებლად - მარიამ ჯიშკარიანი