მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავი უნდა შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“ - რატი ბრეგაძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.  

მისი თქმით, განცხადებების ავტორებს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, ამიტომ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი უნდა შეიკავონ. 

„ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ განცხადებას თუ ვინმე გააკეთებდა, უნდა მოეტანა შესაბამისი მტკიცებულებები. როგორც მოგეხსენებათ, ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, რომ კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.  

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა და ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადეს, რომ სააკაშვილს ორგანიზმში ვერცხლის წყალი აღმოუჩინეს

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 დახვრიტეს თუ არა უკრაინელებმა რუსი ჯარისკაცები ჩაბარების შემდეგ? - რა მოხდა ლუგანსკის ოლქში

🔴 „ზელენსკის მოლაპარაკებები აშკარა ეგოისტური მიზეზების გამო არ სურს“ - მედვედევი

🔴 „სამხრეთ ოსეთის ვექტორი მიმართული ყოველთვის მხოლოდ რუსეთისკენ იყო და იქნება“ - გაგლოევი

🔴 „სარაკეტო თავდასხმების გამო, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის 50% მწყობრიდანაა გამოსული“ - შმიგალი

🔴 თურქეთმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა დაგმო