მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დახვრიტეს თუ არა უკრაინელებმა რუსი ჯარისკაცები ჩაბარების შემდეგ? - რა მოხდა ლუგანსკის ოლქში

რუსი ჯარისკაცების შესაძლო დახვრეტა

აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ჯარისკაცების ჯგუფის ჩაბარება, სავარაუდოდ, მათი სიკვდილით დასრულდა.  

რუსული მხარე გავრცელებულ კადრებს 18 ნოემბერს გამოეხმაურა და უკრაინა რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯაში დაადანაშაულა.

გავრცელებული კადრებიდან რაიმე მტკიცებულების დადგენა იმის შესახებ, რომ უკრაინელებმა რუსი ტყვეები დახვრიტეს, ძალიან რთულია. 

ინციდენტი,სავარაუდოდ, 12 ნოემბერს ლუგანსკის ოლქის ფრონტის ხაზზე, სოფელ მაკეევკაში მოხდა.

მომხდარიდან მალევე პროუკრაინულ მედიაში უპილოტო საფრენი აპარატების მიერ გადაღებული კადრები გამოჩნდა, სადაც რამდენიმე დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი იყო ნაჩვენები. 

ამ სცენის კადრების ნაწილი ასევე ჩანს მაკეევკას რაიონში სამხედრო ოპერაციების შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშიც. 

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ კადრებზე აღბეჭდილი სამხედროები ნაღმტყორცნებიდან განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპნენ, მაგრამ ამ ვერსიას შეეწინააღმდეგნენ პრორუსული მედიასაშუალებები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინის მე-80 სადესანტო ბრიგადის პერსონალმა დახვრიტა. 

მოგვიანებით, 17 ნოემბერს, გავრცელდა დამატებითი ვიდეო კადრები, რომლებიც ამჯერად მიწიდან იყო გადაღებული.

ვიდეოში ისმის უკრაინულად ყვირილი, რომ ვინც ფარდულში იმალება, უნდა გამოვიდეს. ამის შემდეგ რამდენიმე სამხედრო გამოდის და მიწაზე წვება. 

ვიდეოში ფეხზე მდგომი პირები უკრაინულად საუბრობენ, ხოლო ტყვეების ფორმა რუსულს ჰგავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და მედიამ ასევე განაცხადეს, რომ ტყვეები რუსები არიან.

შემდეგ ამ ვიდეოში ჩანს მუქ ტანსაცმლიანი მამაკაცი, რომელიც შეიარაღებულია და გადაადგილებისას ცეცხლს ხსნის.

ვიდეოდან ვერ გავიგებთ, კაცი რუსია თუ უკრაინელი ან კონკრეტულად რას ესვრის. 

შემდეგ კადრებში აღარაფერი ჩანს, მხოლოდ სროლის ხმა ისმის. საჰაერო კადრები (დრონიდან) და ადგილზე გადაღებული ვიდეო, როგორც ჩანს, ერთი და იმავე ტერიტორიას ასახავს.

ფარდულში შესასვლელი კარი ორივეგან ერთნაირია, ისევე როგორც წითელი სათამაშო მანქანა ფერმის ეზოში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სასტიკი მკვლელობა უკრაინელების მიერ ჩადენილი არც პირველი და არც ბოლო დანაშაულია და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. 

გავრცელებული ვიდეოკადრებიდან და განცხადებებიდან სიმართლის დადგენა ძალიან რთულია.

უკრაინას რუსეთის ბრალდებებზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია. 

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴  გერმანული ჰაუბიცების გასარემონტებლად საკმარისი ნაწილები არ არის

🔴 „სამხრეთ ოსეთის ვექტორი მიმართული ყოველთვის მხოლოდ რუსეთისკენ იყო და იქნება“ - გაგლოევი

🔴 „სარაკეტო თავდასხმების გამო, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის 50% მწყობრიდანაა გამოსული“ - შმიგალი

🔴 მარიუპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა