მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ არ იქნება სწორი მკურნალობა, კრუნჩხვებმა შეიძლება მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე - ემანუელ ლახანი სააკაშვილზე

ამერიკელი ნევროლოგი

„მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა, ემანუელ ლახანმა განაცხადა. 

ამერიკელი  ნევროლოგი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტს არასწორად მკურნალობენ.

მისი თქმით, სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას.

„ციხეში მოთავსებამდე ნევროლოგიურად ის [მიხეილ სააკაშვილი] იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი, მას შეეძლო თავისუფლად და სრულყოფილად ადამიანებთან ურთიერთობა. დაპატიმრების შემდეგ სახეზეა ამ შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება. 

მიხეილ სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად.

ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, კრუნჩხვითი შეტევები, თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება განვითარდეს უცაბედ სიკვდილში. გასინჯვის დროს, მივხვდი, რომ ეს საშიშროება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება.

რაც შეეხება დემენციას, შემიძლია გითხრათ, მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება და ეს არის სწრაფად დამძიმებადი დემენციის მიმდინარეობა. დემენცია იწვევს: ადამიანის ყოველდღიური აქტივობების დარღვევას, როგორიცაა მაგალითად: საკუთარი თავის მოვლა, შხაპის მიღება და ა.შ.

რამდენადაც ვნახე, ბოლო 8 თვის განმავლობაში დემენციასთან დაკავშირებით, არის მდგომარეობის ძალიან მკვეთრი და სწრაფი დამძიმება. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ეწევა სწორი მკურნალობა და სწორი მოვლა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ის გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში“, - აცხადებს ამერიკელი ნევროლოგი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„მიეცით მიშას სიცოცხლის უფლება“ - გიორგი სააკაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს

👉 პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, სულ წევს - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი - ნიკა მელია

👉 „ნაცებმა“ 100-კაციანი არმია გაშალეს, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ - ირაკლი ზარქუა

👉 საერთოდ სევდიანი ბედი აქვთ პრეზიდენტებს საქართველოში, ყველაფერი გამოიყურება როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება სააკაშვილის მიმართ - მარკ ფეიგინი