მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ტოქსიკოლოგის განმარტებებს ელოდება.

„ველოდებით ტოქსიკოლოგის განმარტებებსაც... კი, ბატონი არის ეს მძიმე მეტალები. იქ რომ იქნება ორშაბათი, იმ დროს ჩვენთან რაღაც უნდა მივიღოთ. განმარტებები უნდა მივიღოთ, რა გამოიწვია იმ ვერცხლის წყალმა, ალბათ ასეთი განმარტებები იქნება. ის, რომ მას 40 კილო აქვს დაკლებული ამ დროის განმავლობაში, ის რომ ვეღარ დგება და ვერ დადის, ვერ გადაადგილდება, ის რომ საკვებს ვერ იღებს, ბევრი მიზეზია, სისუსტე აქვს საშინელი“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მას ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩნდა.

აღნიშნულს პენიტენციური დაწესებულება გამოეხმაურა.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია“, - ვკითხულობთ პენიტენციურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბრიტანეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 50 მილიონი ფუნტია

👉 20 ნოემბრის დილა უკრაინაში საჰაერო განგაშით დაიწყო - ბელორუსიაში მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა დაფიქსირდა

👉 დასანანია ამხელა პარტიას ბიძინას ცუდი, თან „შეშინებული მოსწავლე“ დირიჟორობდეს - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

👉 ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი გაზაფხულამდე დასრულდეს - ანდრეი ერმაკი

👉 ვლადიმერ პუტინი კარგავს ადგილს მსოფლიო ასპარეზზე - CNN