მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ჩვენი კალათბურთელები სასტუმროში მშივრები არიან“ - თურქეთის ნაკრების მწვრთნელი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი
1662382354
სპორტი

თურქეთის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

ატამანი მატჩის ხელახლა გამართვას ითხოვს და აცხადებს, რომ თურქეთის ნაკრებს საქართველოში უსამართლოდ ექცევიან. 

„საქართველოსთან თამაში საკუთარი ინდივიდუალური შეცდომების გამო წავაგეთ, მაგრამ მე ვამაყობ გუნდის ბრძოლით. ჩვენ მეორე ოვერტაიმის ბოლო წუთამდე გამარჯვებისთვის ვიბრძოდით.

ოვერტაიმში 22 წამი მოგვაკლეს. ველოდებით მატჩის გამეორებას ან მატჩის ბოლო 4.5 წუთიდან განახლებას. „ფიბა“ მოძველებული ორგანიზაციაა, რაც გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა. 

გასახდელებისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს კალათბურთელს მოწინააღმდეგე გუნდის 3 მოთამაშე თავს დაესხა.  ვინაიდან ინციდენტი დერეფანში მოხდა, მატჩის მსვლელობისას ამის შესახებ არ ვიცოდით. ეს ყველაფერი მოგვიანებით გაირკვა. მატჩის ბოლოს, როცა მსაჯებმა გამაძევეს, მწვრთნელის ოთახში გავედი. მესმოდა ხმები, თუ როგორ დაესხა გუნდს თავს ქართული პოლიცია. 

ქართველმა პოლიციელებმა ჩვენი გუნდი გასახდელში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. ისინი თავს დაესხნენ ომერ ონანს და ჰუსეინ ბეშოკს. 

ყოველდღე 45-50 წუთის განმავლობაში ავტობუსით ვმოძრაობთ, პოლიციისგან სათანადო დაცვა არ გვაქვს, ჩვენი კალათბურთელები სასტუმროში მშივრები არიან. ამის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიბრძოლოთ“, - განაცხადა ატამანმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ოვერტაიმში 88:83 დაამარცხა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ამავე თემაზე:

🔴 „თურქეთის მწვრთნელის ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ, იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას“ - საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

🔴 22 წამი და ჩხუბი გასახდელში: თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება

🔴 ილიას ზუროსი - ჩვენი ბიჭები საამაყოები არიან ყველასთვის, მთელი ქვეყნისთვის