მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება მიმართვა მის დაკავებამდე.

„შესაძლოა, ახლა დამაკავონ თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ორი დღეა არ მინახავს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია