მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

20 მაისს 12:00 საათიდან „სინოფარმის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყება

რეგისტრაცია
1621421880
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისს, 12:00 საათიდან, იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მიღებისათვის.

სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ. აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლიათ ვებ გვერდიდან booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 848 ადამიანი აიცრა

✔️„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაციას კი მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ