მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაციას კი მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ

სინოვაკი
1621418710
COVID-19

„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაცია კი 24 მაისს - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, „სინოვაკით“ აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ეს განსაზღვრულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის.

ამ ვაქცინის ეფექტურობა ინდონეზიის კვლევებით ადის 90%-მდე. ჯანმო-ს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინა, პირველი დოზები თითქმის ამოწურულია. მოთხოვნილება დიდია საკმაოდ ქვეყანაში და არ არის სასურველი, რომ შევაჩეროთ ახლა.“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 848 ადამიანმა გაიკეთა.

19 მაისის მონაცემებით, ჯამურად 97 153 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 15 513 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1160 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1302 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 333601-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 313651 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 4,11%, ბოლო 14 დღის - 4,58%, ბოლო 7 დღის - 3,81%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სინოვაკი“ ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი“ - თამარ გაბუნია

✅ივანე ჩხაიძე: „სინოვაკი“ კომფორტული ვაქცინაა