მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3 487- ინფიცირება, 2 495- გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 3487 ადამიანი ინფიცირდა და 2495 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1608101993
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 495 გამოჯანმრთელდა. 

stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ჯამში 198 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 167 281 გამოჯანმრთელებულია.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 17 943 ტესტი გაკეთდა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

🔰იმნაძე ვაქცინაციაზე: ძნელია წინასწარ განსაზღვრო ვისთან შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია

🔰მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდება