მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დელტა შტამს გავუღეთ კარი და ვუთხარი, აი, მობრძანდი“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1627239692
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა სატელევიზიო ეთერში, დელტა შტამსა და ვაქცინაციაზე ისაუბრა.

დელტას შტამმა“ რაც აჩვენა, ამ მომენტში, გარკვეულწილად შეცვალა მეცნიერების მოსაზრება, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს აცრილი. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 60% უნდა იყოს, თუმცა ახლა ნახეს, რომ 80%-მდე უნდა ავიდეს.

საქართველოს მდგომარეობა ძალიან პრობლემურია. 3-4%-ია აცრილი და ამას ზღვაში წვეთიც კი არ შეიძლება ეწოდოს. მით უმეტეს, რომ საქართველოსი შეზღუდვები მოხსნილია, საზღვრები - გახსნილი და ტურისტული სეზონია. უამრავი ხალხია და თან როგორც ირკვევა, ამ ტურისტულ სეზონზე ეს ხალხი არანაირ წესებსაც არ იცავს, ხომ, რა გითხრათ?! ეს ხუმრობაც არ არის. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხად ითვლებიან და უყვართ, ყველას თან გადაჰყვნენ. ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ დელტა შტამს, გავუღეთ კარი და ვუთხარი, რომ აი, მობრძანდით !“, - განაცხადა ექსპერტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არი“

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“