მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

594 ინფიცირება, 1 963 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 594 ადამიანი ინფიცირდა და 1963 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1609744698
COVID-19

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 222 405-მდე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ვინ არ უნდა აიცრას Pfizer-ის ვაქცინით და რატომ ? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

✔️ „შანსი გვაქვს ვაქცინაცია დავიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული“ - გაბუნია

✔️ როდის იქნება შესაძლებელი კორონავირუსის სრულად გაკონტროლება? - Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელი განმარტებას აკეთებს