მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში 12-15 წლის მოზარდებში ფაიზერის გამოყენება დაუშვეს

დიდ ბრიტანეთში 12-15 წლის მოზარდებში ფაიზერის გამოყენება დასაშვებად ცნეს
1622819196
COVID-19

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ Pfizer-BioNTech ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის ბავშვებში დაამტკიცა - ამის შესახებ BBC იუწყება.

მარეგულირებლის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია.

მათი თქმით, ვაქცინის დადებითობა რისკებს აჭარბებს. ახლა ვაქცინაციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ვაქცინის გამოყენება ბავშვებში.

რეგულირების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი დოქტორ ჯუნ რეინი ამბობს, რომ 12-15 წლის მოზარდებისთვის ვაქცინის უსაფრთხოება მკაცრად გაკონტროლდება.

„ჩვენ დავასკვენით, რომ Pfizer / BioNTech COVID-19 ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ამ ასაკობრივ ჯგუფში “ - განაცხადა მარეგულირებელი სააგენტოს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუნ რეინმა.

ფაიზერით ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში 16 წელზე ზემოთ ადამიანებისთვის იყო დაშვებული.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე

👉 „უკვე გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს ვაქცინაცია შევთავაზოთ“