მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აგვისტო იქნება უმძიმესი, ნოემბრის რიცხვები ორ კვირაში დაგვეწევა“ - გიორგი ფხაკაძის მიმართვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე Pia.ge
1626890850
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის განცხადებით, საქართველოში აგვისტოში კატასტროფული ეპიდვითარება იქნება.

მისი თქმით, ქვეყანამ მძიმე მდგომარეობაში უკვე შესულია.

„კატასტროფული მდგომარეობა იქნება, რადგან აგვისტო იქნება უმძიმესი. ამ ტალღის შედეგად ასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე დაიკარგება“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

როგორც მან განაცხადა, ორ კვირაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევე დამძიმდება, როგორც ეს გასული წლის ნოემბერში იყო.

„ნოემბრის რიცხვები დაგვეწევა ორ კვირაში, გაიხსენეთ, მაშინ დღიურად გარდაცვლილთა რიცხვი იყო 50“, - განმარტა ექსპერტმა.

გიორგი ფხაკაძემ მთავრობის წევრებს მოუწოდა ითანამშრომლონ მასთან და აღნიშნა, რომ დახმარებისთვის მზად არის.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 393 360-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 618 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 368 073 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დელტა შტამი“ ძალიან აგრესიულად მიდის ახალგაზრდა მამაკაცებში“ - ლია გოლიაძე

👉 „აშშ-ში კოვიდვაქცინით აცრა დაშვებულია 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში“ - გიორგი ფხაკაძე

👉 „არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი ვარიანტები დელტა ვირუსზე უფრო საშიში აღმოჩნდეს“ - გებრეისუსი