მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ინდური შტამი დღეს დილით დაფიქსირდა

NCDC-ის ხელმძღვანელი
1622135529
COVID-19

ქვეყანაში ინდური შტამი დღეს დილით დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ძალიან გთხოვთ, ნუ დავპანიკდებით, კოვიდპანდემიამ პერიოდში კორონავირუსმა ბევრი მუტაცია განიცადა. იყო ძალიან მსუბუქი მუტაციები, არის ასევე მუტაციები, რომლებსაც მეტი ყურადღება ექცევა, სწორედ ეს ხუთი მუტაცია: ბრაზილიური, სამხრეთ-აფრიკული, ბრიტანული, ინდური და კიდევ არის რამდენიმე, რომლებზეც მეტი დაკვირვება მიმდინარეობს.

ძირითადად, როდესაც პირველი გამოჩნდა გასულ სექტემბერში, ბრიტანული მუტაცია, რომელმაც მეტი ყურადღება მიიქცია, მაშინ ითქვა და დადასტურებულია, რომ ის შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. დაახლოებით ამ ტიპის გახლავთ ინდური შტამიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 კორონავირუსის ინდური შტამით დაინფიცირებული 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

👉 „ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“

👉 ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან