მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავითარი გამოკვლევა აცრის წინ საჭირო არ არის“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1622123935
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კოვიდვაქცინაციის წინ გამოკვლევა საჭირო არ არის.

იმნაძის თქმით, ეს არცერთ გაიდლაინში და მსოფლიო არსად არ არის მითითებული.

იმნაძე განმარტავს, რომ წელიწადში ერთხელ ანალიზების გაკეთება ძალიან კარგია მაგრამ, ამის ვაქცინასთან დაკავშირება არ შეიძლება.

„ყბადაღებული საკითხი გახდა საქართველოში ანალიზების ჩატარება, კოვიდტესტის ჩატარება აცრის წინ, კიდევ ერთხელ და ძალიან მკაფიოდ - არც ერთ გაიდლაინში, არსად მსოფლიოში, არავითარი გამოკვლევა აცრის წინ საჭირო არ არის.

ზრდასრულები ყველაზე ხშირად მაინც გრიპის ვაქცინით იცრებიან. გახსოვთ ვინმეს სადმე გრიპის აცრის წინ რაიმე ანალიზები გაეკეთებინა? ჩვეულებრივ ასეთი რაღაც არ ხდება. წელიწადში ერთხელ ანალიზების გაკეთება ძალიან კარგია მაგრამ, ამის ვაქცინასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება. თუ ძალიან გინდათ ვაქცინას, რომ გაიკეთებთ შემდეგ შეგიძლია ანალიზები გაიკეთოთ“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ , ხოლო 30 მარტს „ფაიზერით“ დაიწყო.

გარდა აღნიშნული ორი ვაქცინისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 ათასი დოზა მიიღო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „სინოვაკს“ ხანდაზმულ ასაკში საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს“ - პაატა იმნაძე

👉 „სინოვაკი“ ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი“ - თამარ გაბუნია

👉 „თბილისის მოსახლეობის 35%-ს კოვიდი ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის“ - თენგიზ ცერცვაძე