მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკი“ ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1621339028
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკი“ 25 ქვეყანაშია ავტორიზებული და ათეულობით მილიონი ადამიანი არის აცრილი.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოვაკს“ გადაუდებელი გამოყენებისთვის აქვს დაშვება, რაც, რა თქმა უნდა, იძლევა იმის საშუალებას, რომ მისი გამოყენება მოხდეს ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე.

ამასთან, მისივე თქმით, „სინოვაკს“ არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა გავლილი აქვს შუალედური შეფასება.

„ქვეყანაში „სინოვაკის“ 100 ათასი დოზაა. „სინოვაკი“ ავტორიზებულია ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ. მინისტრის 327-ე ბრძანება არსებობს, რომელიც დიდი ხანია მოქმედებს, რაც განსაზღვრავს გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე მედიკამენტის ბაზარზე დაშვებას, ისე როგორც ეს ხდება სხვა ვაქცინებთან მიმართებით. მარეგულირებელს ეს გაცემული აქვს დოკუმენტური განხილვის საფუძველზე როგორც ჩინეთში, 25 ქვეყანაშია „სინოვაკი“ რეგისტრირებული გადაუდებელი გამოყენებისთვის, რიგ შემთხვევაში აქვს სრული რეგისტრაცია.

ჩვენთან „სინოვაკს“ გადაუდებელი გამოყენებისთვის აქვს დაშვება, რაც რა თქმა უნდა იძლევა იმის საშუალებას, რომ მისი გამოყენება მოხდეს ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. პაციენტი და მოქალაქე ინფორმირებული იქნება იმის შესახებ, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე „სინოვაკს“ არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა გავლილი აქვს შუალედური შეფასება.

ექსპერტების ჯგუფის დადებითი დასკვნა ამის შესახებ არსებობს, რომ ის ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანი არის აცრილი „სინოვაკით“ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ თურქეთსა და აზერბაიჯანში“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ , ხოლო 30 მარტს „ფაიზერით“ დაიწყო.

გარდა აღნიშნული ორი ვაქცინისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 ათასი დოზა მიიღო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირას დაიწყება

👉 რამდენად ეფექტურია სინოვაკის ვაქცინა? - თამარ გაბუნიას განმარტება

👉 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 021 ადამიანი აიცრა