მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავითარი შავი ბაზარი „ტოცილიზუმაბთან“ მიმართებით არ არსებობს“ - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
1630402760
COVID-19

„ტოცილიზუმაბი“, ასევე, არცერთი მედიკამენტი ოჯახმა არ უნდა იყიდოს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, გარკვეული კლინიკების ნაწილს „ტოცილიზუმაბი“ აქვს და ხშირ შემთხვევაში კლინიკიდან კლინიკებში გადანაწილება ხდება.

„ტოცილიზუმაბი“, ასევე, არცერთი მედიკამენტი ოჯახმა არ უნდა იყიდოს. არავითარი შავი ბაზარი „ტოცილიზუმაბთან“ მიმართებით არ არსებობს, თუ სადმე გაიგეთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, ძალიან დავალებული ვიქნებით, რომ ამის შესახებ შეგვატყობინოთ.

„ტოცილიზუმაბის“ ერთადერთი მომწოდებელი არის „როშე“. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კლინიკიდან კლინიკაში მედიკამენტის გადანაწილება ხდება.

დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში მედიკამენტი გარკვეულ კლინიკებში არის და ჩვენც ვცდილობთ, რომ როდესაც პაციენტისთვის აუცილებელია ტოცილიზუმაბის გადასხმა, კლინიკებთან კომუნიკაციის გარკვეული ფასილიტაცია მოვახდინოთ. ვისაც სჭირდება, მარტივად ისესხოს ანუ ერთმა კლინიკამ მეორე კლინიკიდან, მაგრამ აქ არაფრით არ უნდა ჩაერიოს პაციენტი და არც არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

🔴 ყველა შეზღუდვა, რომელიც 4 ოქტომბრამდე იმოქმედებს

🔴 სამედიცინო უნივერსიტეტში პრაქტიკული სწავლება დასწრებითი ფორმატით ჩატარდება

🔴 „4 ოქტომბერს, ქალაქებში სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა აუდიტორიებში განახლდება“ - მიხეილ ჩხენკელი

🔴 საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებენ

🔴 სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება