მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებულ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების მარაგს ვანაწილებთ ასე, რომ ვისაც ათი კვირა უსრულდება, ვაქცინაცია უტარდებათ“- მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის შესახებ განცხადებას აკეთებს. 2020 წ.
1625046608
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ჯავშნების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც პირველი ვაქცინაციიდან ათი კვირა უსრულდება, აცრა ჩაუტარდება. ის აღნიშნავს, რომ ამისთვის ქსელში ვაქცინების მარაგი არსებობს.

„იმისათვის, რომ უფრო გაიზარდოს გამტარუნარიანობა, საჭირო და აუცილებელია, გაიზარდოს სამუშაო საათები და გახდეს 12 საათამდე. ასევე, აუცილებელია გამოვიყენოთ კვირის შვიდივე დღე, თუ ასე მოვიქცევით 50 პროცენტით გაიზრდება გამტარუნარიანობა.

ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით არ შეწყვეტილა, ამ ვაქცინას აქვს ხანგრძლივი პერიოდი პირველი დოზიდან მეორე დოზით ვაქცინაციამდე, ოთხი კვირიდან 12 კვირამდე, ანუ საკმაოდ დიდი დიაპაზონია. დღეს არსებულ მარაგს ვანაწილებთ ასე, ვისაც ათი კვირა უსრულდება, ასეთ პირებს ვაქცინაცია უტარდებათ.

აქედან გამომდინარე, მეათე კვირაზე ვაქცინაცია კარგია, რადგან იმუნური პასუხი ამ დროს არის ძალიან კარგი. მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, მარაგი არსებობს და ათი კვირა ვისაც შეუსრულდება, ყველა აიცრება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3667-მა ადამიანმა გაიკეთა.

30 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 261 652 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 100 072 ადამიანი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ასტრაზენეკას“ პირველ და მეორე დოზით ვაქცინაციის 10 თვემდე ინტერვალი დამცველობით უნარს ზრდის

✅„ასტრაზენეკას“ ვაქცინით ყველა პირველი დოზით აცრილს, ვისაც 24 ივნისიდან უსრულდება 10-12 კვირა, შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაციისათვის ჯავშანი გააკეთონ

✅ყველაზე ხშირად გამოხატული გვერდითი მოვლენები - როდის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება?