მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით ყველა პირველი დოზით აცრილს, ვისაც 24 ივნისიდან უსრულდება 10-12 კვირა, შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაციისათვის ჯავშანი გააკეთონ

„ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით უმჯობესდება“
1624529022
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკვე გაკეთებული აქვს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა აუცილებლად ჩაუტარდებათ მეორე აცრაც.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, შეთანხმებების მიხედვით ივლისის თვიდან იგეგმება საქართველოსათვის 3 მილიონზე მეტი ვაქცინის ეტაპობრივად მოეწოდება.

„სამწუხაროდ კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო ამ ეტაპზე შეჩერებულია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველ დოზაზე აცრა და რევაქცინაცია პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდის მოქალაქეებზე.

სამწუხაროს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საზოგადოებას პირველი დოზით ვერ ვცრით, სანამ შემოვა კიდევ მესამე პარტია. ყველას, ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-დან 12 კვირამდე, ამის შესახებ მოქალაქეებმა გუშინ მიიღეს ბოდიში ესემეს შეტყობინების სახით და ასევე იმ პირებსაც გაეგზავნაც შეტყობინება ვისი ვაქცინაციაც გრძელდება.

დღეს კიდევ გაიხსნა ჯავშნის ფანჯარა, რომ ადამიანები ვინც არიან და არ იყვნენ დარეგისტრირებული „ასტრაზენეკას“ მეორე აცრაზე და დღეის მდგომარეობით აქვთ 10-12 კვირა გასული პირველი აცრიდან, შეუძლიათ დაჯავშნონ თავიანთი აცრები სამედიცინო დაწესებულებებში.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით ყველა პირველი დოზით აცრილი, ვისაც 24 ივნისიდან უსრულდება 10-12 კვირა შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ ჯავშანი. მათთვის რეგისტრაცია გახსნილი იქნება შერჩეულ კლინიკებში.

ვინც თბილისში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრაზე არიან დარეგისტრირებული, ვაქცინაცია განხორციელდება 30 რიცხვიდან 3 შრჩეულ დაწესებულებაში. ეს იქნება ცენტრალური ინფექციური, ცენტრალური რესპუბლიკური და იაშვილის სახელობის საავადმყოფოები.

ყველა იმ მოქალაქეს ვისაც დაგეგმილი ჰქონდა დაგეგმილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა, ახლო მომავალში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, როცა დაზუსტდება ინფორმაცია.

ზოგადად აღნიშნული ვაქცინით რევაქცინაცია ტარდება პირველი აცრიდან 4-12 კვირის ფარგლებში, მაგრამ ძალიან ბევრი კვლევებით დადგენილია, რომ განსაკუთებით კარგ შედეგს იწვევს, თუ ეს მეორე აცრა კეთდება 8-დან 12 კვირის ფარგლებში. ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც უკვე გაკეთებული აქვს ეს ვაქცინა აუცილებლად ჩაუტარდებათ მეორე აცრაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისათვის, გამყრელიძემ განმარტა, რომ არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის. „საქმე იმაშია, რომ „კოვაქსიდან“ ჩვენ ორჯერ მოგვეწოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ერთი იყო 13 მარტს 43 200 და მეორე, აპრილში - 3200 და მესამე პარტია უნდა შემოსულიყო მაისის შუა რიცხვებში, შემდეგ გადაიწია ივნისის დასაწყისში და შემდეგ უნდა ჩამოსულიყო 22 თუმცა ვერ მოხერხდა მისი მოწოდება“ , - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„არაფერი გამქრალა და არაფერი აღმოჩენილა, მოხდა მოწოდების შეფერხება, რამაც გამოიწვია პრობლემა“ - გამყრელიძე ვაქცინის დეფიციტზე

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 2792 ადამიანი აიცრა

✅„სადაც არ უნდა იყოთ, თუ გარშემო ადამიანები არიან, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პირბადე“ - ბიძინა კულუმბეგოვი