მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასტრაზენეკა“ ინდოეთში გამოვლენილი კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია

„ასტრაზენეკა“ ინდოეთში გამოვლენილი კორონავირუსის ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია
1624424680
COVID-19

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა კოვიდ 19-ის ინდური დელტა და კაპპა ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

კვლევის პროცესში, გამოჯანმრთელებული და ვაქცინირებული პირების სისხლში მონოკლონური ანტისხეულები გამოიკვლიეს, კერძოდ, თუ რამდენად შეუძლიათ მათ დელტასა და კაპას ვარიანტების განეიტრალება.

კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები დელტას ვარიანტის წინააღმდეგ 90%-ზე მეტ დაცვას უზრუნველყოფენ.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის განცხადებით, ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება.

ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ“

რა სიმპტომებით ვლინდება ინდური შტამი?