მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 021 ადამიანი აიცრა

აცრა
1621325525
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 021-მა ადამიანმა გაიკეთა.

18 მაისის მონაცემებით, ჯამურად 93 305 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 15 077 ადამიანი.აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1562 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1490 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 332 441-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 312 349 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,26%, ბოლო 14 დღის - 4,85%, ბოლო 7 დღის - 3,72%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅თამარ გაბუნია: აცრის რაოდენობამ 80 000 გადააჭარბა

✅„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება“ - ამირან გამყრელიძე