მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1621245548
COVID-19

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, თუმცა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი კვლავაც მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ახლა გავდივართ პიკს. გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. ამას მიუთითებს ბოლო 7 დღის განმავლობაში კლების ტენდენცია, პირველ რიგში, როგორც ინფიცირების მაჩვენებლის, ისე დადებითობის მაჩვენებლის.

ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, შევეცადოთ, ყველა რეკომენდაცია დავიცვათ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ასევე „სინოვაკის“ ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა:

„ჩვენ ახლა გვაქვს 100 000 ათასი „სინოვაკი“ რეზერვში, რომლის ადმინისტრირებაც მომავალ კვირაში დაიწყება.

მანამდე ორი-სამი დღით ადრე გამოცხადდება, გაიხსნება პორტალზე შესაბამისი ფანჯრები იმ ადამიანებისთვის, ვისაც „სინოვაკით“ აცრა უნდა.

დაახლოებით იგივე ფორმატი იქნება, რაც გახლავთ „სინოფარმზე“, 18 წლის ზემოთ. 100 000 დოზა ნიშნავს 50 000 ადამიანის ორჯერად აცრას“.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.84%.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები გამოიყენება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კომენდანტის საათმა“ 23:00-დან 05:00 საათამდე გადაიწია

👉 უახლოესი თვეების განმავლობაში ვაქცინების დამატებით დოზებს მივიღებთ

👉 აცრის რაოდენობამ 80 000 გადააჭარბა