მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული“- პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე
1623752939
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ დღეისთვის საქართველოში ეგრეთ წოდებული ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

მისი თქმით, ბრიტანულ შტამთან ერთად, საქართველოში გავრცელებას იწყებს ინდური შტამიც.

„სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან ერთად ე.წ. ბრიტანული, უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც“– განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან, ასევე, ისაუბრა COVID 19-ის ვაქცინების საქართველოში ჩამოტანის ვადებზე და აღნიშნა, რომ ივლისში მასობრივი ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება.

„დაახლოებით რაც გვაქვს შეტყობინება ჩვენი ბიზნესპარტნიორებისაგან თვის ბოლოს ნახევარი მილიონი დოზა უნდა ჩამოვიდეს „სინოფარმის“ ვაქცინის, ასევე ველოდებით ივლისის თვეში Pfizer-ის და „სინოვაკის“ ვაქცინას, ცოტა მოგვიანებით იქნება Johnson & Johnson-ი, და „ნოვოვაქსი“ ასე რომ ეს ზაფხული იქნება გაჯერებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ ივლისში გაიშლება ვაქცინაციის კამპანია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო 775 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 355368 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5083 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 341103 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,67%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,33%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი“ - ამირან გამყრელიძე

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 596 ადამიანი აიცრა

✅სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს