მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1623745220
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას ყველა სტუდენტი, ლექტორი და მასწავლებელი.

მისი თქმით, ზაფხულში საქართველოში მასობრივი ვაქცინაციისათვის საკმარისი ვაქცინების რაოდენობა იქნება და შესაძლებელია საზოგადოებას ასარჩევადაც ჰქონდეს საქმე.

„დღეს ქვეყანაში აცრებისთვის მოტივაცია მომატებულია. ჩვენ გვინდა, რომ ზაფხულში ჩავუტაროთ მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობას აცრა, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებს სწავლა რომ დაიწყება.

ყველა ლექტორი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომლებიც მივლენ უნივერსიტეტებში, უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც, ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისათვის. ანუ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია.

გიდასტურებთ, რომ ივლისში გვექნება საკმაო რაოდენობა ვაქცინების, ასარჩევადაც შეიძლება გვქონდეს საქმე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო 775 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 355368 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5083 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 341103 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,67%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,33%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს

✅„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა

✅„ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს“ - გამყრელიძე