მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4 596 ადამიანი აიცრა

აცრა
1623750967
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 596-მა ადამიანმა გაიკეთა.

15 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 212 163 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 69 197 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1092 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო 775 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 355368 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5083 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 341103 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,67%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,33%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი“ - ამირან გამყრელიძე

✅„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა

✅სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს