მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 083 ადამიანი აიცრა

აცრა
1623399316
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 083 -მა ადამიანმა გაიკეთა.

11 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 197 114 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 61 315 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი, ხოლო 797 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 352649 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5012 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 337820 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,84%, ბოლო 14 დღის - 2,67%, ბოლო 7 დღის - 2,44%.

იხილეთ აგრეთვე:

✅„იმის საფუძველი, რომ ეპიდვითარების კუთხით საქართველო მაღალი საშიშროების დონის ქვეყნად გამოცხადდეს, არ არსებობს“ - ივანე ჩხაიძე

✅„ტოცილიზუმაბი სარწმუნოდ აუმჯობესებს გამოსავლებს COVID 19-ით მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებში“- თენგიზ ცერცვაძე

✅„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო