მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო

სინოვაკი
1623302405
COVID-19

„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

უწყების ცნობითვე, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

„სინოვაკის“ ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ ივნისს მიიღო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „სინოვაკის“ 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა 29 აპრილს, პირველი დოზით აცრები დაიწყო 24 მაისს და დღემდე აცრილია 17 199 მოქალაქე.

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე ან ნომერზე – 1522.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს „ასტრაზენეკათი“ , ხოლო 30 მარტს „ფაიზერით“ დაიწყო.

გარდა აღნიშნული ორი ვაქცინისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური „სინოფარმის“ პირველი პარტია - 100 ათასი დოზა მიიღო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „სინოვაკი“ ავტორიზებულია 25 ქვეყანაში და ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი“ - თამარ გაბუნია

👉 რამდენი პროცენტით იცავს „სინოვაკი“ ადამიანებს?

👉 „სინოვაკს“ ხანდაზმულ ასაკში საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს“ - პაატა იმნაძე