მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 586 ადამიანი აიცრა

აცრა
1626937002
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 586-მა ადამიანმა გაიკეთა.

22 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 383 339 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 135 291 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი, ხოლო 1 410 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 395 621-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 636 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 369 483 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,17%, ბოლო 14 დღის - 5,25%, ბოლო 7 დღის - 5,78%.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„საქართველო რეალურად არის მეოთხე ტალღის ფაზაში“ - ივანე ჩხაიძე

✔️„ვინც აცრილია, ის დაცულია მძიმე მიმდინარეობისგან“ - პაატა იმნაძე

✔️„დელტა შტამი“ ძალიან აგრესიულად მიდის ახალგაზრდა მამაკაცებში“ - ლია გოლიაძე