მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 758 ადამიანი აიცრა

აცრა
1617610906
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით 758 ადამიანი აიცრა.

5 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 11 603 ადამიანია აცრილი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 5 აპრილის მონაცემებით 284 061-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 275 024 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,85%, ბოლო 7 დღის - 2,1%-ია.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს,„ფაიზერით“ კი, 25 მარტიდან.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩინური ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია“- ლი იენი

✅იგეგმება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესება - ტიკარაძის განცხადება