მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 448 ადამიანი აიცრა

აცრა
1626418312
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 8 448-მა ადამიანმა გაიკეთა.

16 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 334 199 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 126 171 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი, ხოლო 466 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 384 387-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 516 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 362 957 პირი.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვერ გეტყვით რომ მეოთხე ტალღა იწყება, თუმცა ეპიდსიტუაცია უარესდება“- ამირან გამყრელიძე

✅„შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, „ლოკდაუნი“ არ განახლდება“ - თენგიზ ცერცვაძე

✅„დღეისთვის, ჰოსპიტალში COVID 19-ით ინფიცირებული 300-მდე ბავშვია მოთავსებული“ - ეკატერინე ტიკარაძე