მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება“ - პაატა იმნაძე

NCDC-ის დირექტორის მოადგილე
1626777132
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება, რადგან სარიტუალო ღონისძიებებზე კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა ასეთ ღონისძიებებზე დასწრებისას ადამიანები ინფიცირდნენ და გარდაიცვალნენ.

„იღუპებიან ჩვენი ახლობლები, ჩვენი ნათესავები. რა გითხრათ, აღარ ვიცი, მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. სამწუხაროდ, შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც მოგიყვანოთ, უბრალოდ ვერ დავასახელებ, რადგან ეს იქნება გარკვეული პირადი ინფორმაციები.

ქელეხის შემდეგ, მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კორონათი. ეს ახლახან მოხდა, ერთ-ერთ რაიონში. ვერ გეტყვით, ეს ადამიანი, ვინც ქელეხი მოაწყო, ხელისუფლების მომხრე იყო თუ მოწინააღმდეგე. მე ის ვიცი, რომ ადამიანი დაიღუპა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 390 945-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 592 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 367 130 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პირბადის ტარება ღია სივრცეში შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს

👉 „გადავედით წითელ ზონაში, რაც განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“ - ამირან გამყრელიძე

👉 „რაც შეიძლება იზოლირებულად, სახლში და ხალხმრავალი ადგილებისგან მოშორებით გაატარეთ ეს ზაფხული“- კულუმბეგოვი