მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დადასტურებულია თუ არა საქართველოში COVID 19-ის ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური შტამები?

კორონავირუსის ტესტი
1619421395
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 80% ბრიტანული შტამით არის გამოწვეული.

„სამწუხაროდ, ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც ახლა წამყვანი არის ბრიტანული შტამი და შემთხვევების დაახლოებით 80% უკვე არის ამ შტამით გამოწვეული.

ეს არის იმის განმაპირობებელი, რომ უფრო სწრაფი გავრცელება ხდება და მეტი ახალგაზრდა ხდება ავად, ეს არის ბრიტანული შტამისთვის დამახასიათებელი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის სხვა შტამები საქართველოში არ დადასტურებულა, თუმცა ქვეყანა ამისგან დაზღვეული არ არის.

„საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გამოჩენილა არც ე.წ. სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამები. თუმცა, ამის კონტროლი პერიოდულად მიმდინარეობს. ის, რაც მსოფლიოში ხდება, ადრე თუ გვიან ჩვენამდეც მოვა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

147 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

იტალიაში ინდოეთიდან შესულ ადამიანებზე შეზღუდვები წესდება

სამარცხვინოა, რომ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების 60%-ზე მეტს აწარმოებს, ვაქცინები არ ჰყოფნის - ინდოელი ბლოგერი