მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე ჩხაიძე: 2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე

2022 წლისათვის შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე
1622540530
COVID-19

2022 წლისთვის შესაძლებელია, ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე,- ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში რჩება მაინც მძიმე. ჩვენი სტატისტიკით, საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობა 10 % შეადგენს.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, 35 000 ბავშვია კორონავირუსით ინფიცირებული.

მომართვიანობაც ტალღისებურია. მეორე და მესამე ტალღის დროს მომატებული იყო, თუმცა ეს არ აისახა მძიმე შემთხვევათა მატებაში, იმდენად მძიმე არ იყო, რომ ლეტალური გამოსავალი დამდგარიყო.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებით დასრულდება, ისე, როგორც ჩვენი ეროვნული გეგმით არის განსაზღვრული, 2022 წლისთვის შესაძლებელია, უკვე ვიფიქროთ ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე.

უკვე ორმა ქვეყანამ, კანადამ და აშშ-მა განაცხადეს 12 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ჩატარება. ასევე ანალოგიური ცვლილება შეიტანა „მოდერნამაც“, რომელმაც დაასახლა იგივე ასაკობრივი ჯგუფი.

აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 2 300 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევისას გამოყენებული იყო „ფაიზერის ვაქცინა“, რომელმაც აჩვენა 100 %-იანი ეფექტურობა.

ეს ძალიან დამაიმედებელი შედეგია და ასეთ შემთხვევაში, ჩვენც შეიძლება, მივიღოთ ის სცენარი, რომელიც განიხილებოდა წლის განმავლობაში. სავსებით შესაძლებელია, ეს დაშვებული და მისაღები იყოს ბავშვთა ასაკშიც. ისე როგორც, გრიპის ვაქცინას ვატარებთ 6 თვის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, შესაძლებელია, ანალოგიური რეკომენდაცია იყოს კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რამდენად საშიშია კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი?

👉 საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა