მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იგეგმება თუ არა ინდური შტამის გამო რეგულაციების გამკაცრება? - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1622137034
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინდურ შტამს ფარავს ყველა არსებული ვაქცინა, მათ შორის ჩინური ვაქცინა „სინოფარმიც“.

„ის ვაქცინები, რომლებიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ისინი ფარავენ და მოიცავენ იმ შტამებს, რომლებიც ცირკულირებს მსოფლიოში, მათ შორის არის კვლევები „სინოფარმზეც“, „სინოვაკზეც“, „მოდერნაზეც“, „ფაიზერზეც“, თვითონ ინდოეთის გამოშვება ვაქცინაზეც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების გამო რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ინდური შტამი არაფერს განსაკუთრებულს არ იწვევს, როგორც ბრიტანული შტამი, ერთადერთ აქვს მასაც, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება.

კორონავირუსის ყველა შტამებს აქვთ დაახლოებით ერთნაირი მიმდინარეობა, ბრიტანულს და ინდურს განსხვავებით სხვისგან აქვთ ის, რომ ახალგაზრდა ასაკშიც შედარებით სწრაფად ვრცელდება.

რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს, დიდი განსხვავება ამ სხვადასხვა შტამებს შორის არ გახლავთ“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 კორონავირუსის ინდური შტამით დაინფიცირებული 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

👉 „ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“