მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან, გარკვეულწილად დაცული ვართ“ - მარინა ენდელაძე

ბოქსირებული განყოფილება
1622191383
COVID-19

ექიმი, ინფექციონისტი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა კოვიდ 19-ის ინდური შტამისგან გარკვეულწილად დაცულია, თუმცა ეს არ იძლევა მოდუნების საშუალებას.

ექიმის თქმით, ინდური შტამის კიდევ უფრო მეტი გავრცელების ან ლეტალობის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ენდელაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული შტამი ვირუსის სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით უფრო მძიმე იქნება.

„ინდური შტამის მასიური გავრცელებისგან გარკვეულწილად დაცული ვართ, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა შეიძლება გავრცელდეს. ახლა რაც შეეხება თვითონ ინდურ შტამს, ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებული სიმძიმე ახასიათებს, ჯერჯერობით ეს შესწავლის საკითხია.

გავრცელებაზეც არსებობს მოსაზრება, რომ უფრო მეტად გავრცელებადია. არც უხანის და არც ბრიტანული შტამი იყო ნაკლებად გავრცელებადი, შესაძლოა ახასიათებდეს უფრო მეტი ლეტალობა, მაგრამ დადასტურებული 100%-იანი ინფორმაცია არ არის. ვფიქრობ, რომ ინდური შტამი ცოტა უფრო მძიმე იქნება“, - განაცხადა ენდელაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ შტამებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 27 მაისს ქვეყანაში ინდური შტამის არსებობა ოფიციალურად დადასტურდა. ინფიცირებული 5 პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.

ამავე თემაზე:

✔️ არის თუ არა იმის ალბათობა, რომ კორონავირუსის კიდევ უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდეს? - ჯანმოს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი (ინტერვიუ)

✔️ ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ინდური შტამი დღეს დილით დაფიქსირდა

✔️ იგეგმება თუ არა ინდური შტამის გამო რეგულაციების გამკაცრება? - გამყრელიძის განმარტება