მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1622366149
COVID-19

რისკი მოიმატებს, როგორც შემთხვევების ზრდის, ასევე სხვადასხვა შტამების შემოსვლის, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დიდი ბრიტანეთში ბრიტანულ შტამს თანდათან ანაცვლებს ინდური შტამი. რისკი და ალბათობა ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მომატების არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს მუტაცია მუდმივად იყო, არის და იქნება. შესაბამისად, რეკომენდაციები რასაც მუდმივად ვაჟღერებთ, დაცული უნდა იყოს.

განსაკუთრებით, სახმელეთო საზღვრებზე მკაცრი კონტროლი უნდა იყოს, რომ არ შემოვიდნენ ადამიანები ტესტირების გარეშე. ყველა ადამიანი, ვინც შემოდის უნდა იყოს პისიარ ტესტირებული ბოლო 72 საათის განმავლობაში. ამავე დროს, სასურველია რომ ისინი იყვნენ ორჯერადად აცრილები.

ეს ორივე რეკომენდაცია მკაცრად უნდა იყოს დაცული. ასევე, სასურველია შემოსულ ადამიანებს ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომ კოვიდის განვითარების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება გაეწიოს და ასევე ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემოსვლიდან მესამე დღეს ყველა ადამიანი გაიტესტოს და ეს იყოს მათთვის სავალდებულო.

ის რეკომენდაციები, რაც ქვეყანაში არსებობს ყველამ უნდა დაიცვას. მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია“, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

შეგახსენეთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

პირველი ივნისიდან კი სახმელეთო საზღვრები იხსნება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 იგეგმება თუ არა ინდური შტამის გამო რეგულაციების გამკაცრება?

👉 კორონავირუსის ინდური შტამით დაინფიცირებული 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

👉 „ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის სტაბილურია“